მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის გარკვეულ მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

სს
20.10.24 16:21
521

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 91-ე კმ-ზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

მათ ცნობით, მიზეზი კლდის მასივის ჩამოშლაა.

"დროებით, შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ადგილზე მიმდინარეობს შესაბამისი ტექნიკის მობილიზება და გაწმენდითი სამუშაოები უმოკლეს პერიოდში დაიწყება", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში,

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები