ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის ცაკლეულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია - ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათი ცნობით, აკრძალვა კლდოვანი მასის გაწმენდითი სამუშაოების წარმოების გამო ამოქმედდა.
"შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო- შატილის საავტომობილო გზის მე-12 კმ ზე ინტენსიური წვიმის შედეგად ჩამოსული კლდოვანი მასის გაწმენდითი სამუშაოების წარმოების გამო, იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.