მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჟორდანიას სანაპიროსა და ხეთაგუროვის ქუჩაზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება - ალტერნატიული მარშრუტები

სანაპირო

ნოე ჟორდანიას სანაპიროსა და კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის კვეთაზე მიმდინარე სატრანსპორტო კვანძის მოწყობის სამუშაოებთან დაკავშირებით, 23 ივლისიდან თბილისის ამ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, შეზღუდვები 23 ივლისის 00:00 საათიდან ორ დღეს გაგრძელდება და ამ დროის განმავლობაში ავტომობილების მოძრაობა აიკრძალება:

  • ელენე ახვლედიანის აღმართიდან კოსტა ხეთაგუროვის ქუჩისა და ნოე ჟორდანიას სანაპიროს მიმართულებით;
  • კოსტა ხეთაგუროვის ქუჩაზე მდებარე „ვისოლის“ ბენზინგასამართ სადგურამდე მისასვლელ მონაკვეთზე;
  • ელენე ახვლედიანის ხევიდან კოსტა ხეთაგუროვის ქუჩისა და სანაპიროს მიმართულებით.

გარდა ამისა, დროებით გაუქმდება ზონალური პარკირება კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის N36-ს მიმდებარედ (ლოტი A1679).

ალტერნატიული მარშრუტები

თბილისის მერიის ცნობით, გადაადგილება შესაძლებელი იქნება შემდეგი ალტერნატიული გზებით:

  • ელენე ახვლედიანის აღმართიდან კოსტა ხეთაგუროვის ქუჩაზე: მალხაზ აბდუშელიშვილი – ნიკო ლომოური – ვახტანგ VI – ვლადიმერ მესხიშვილი – სამრეკლო – მიხეილ ბუხაიძე – კუმისი – მოსე თოიძე.
  • ელენე ახვლედიანის აღმართიდან ნოე ჟორდანიას სანაპიროზე: ნიკო ლომოური – ვახტანგ VI – ვლადიმერ მესხიშვილი – ავლაბრის მოედანი – ბარათაშვილის აღმართი – კოსტა ხეთაგუროვის ქუჩაზე არსებული შუქნიშნიდან სანაპიროს მიმართულება.
  • სანაპიროდან ელენე ახვლედიანის აღმართისკენ: ბარათაშვილის აღმართი – ავლაბრის მოედანი – ჰამლეტ გონაშვილი – ვახტანგ VI – ვლადიმერ მესხიშვილი – სამრეკლო – მალხაზ აბდუშელიშვილი.

მერიაში განმარტავენ, რომ ელენე ახვლედიანის ხევიდან კოსტა ხეთაგუროვის ქუჩაზე გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

ცვლილებები საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებში

შეზღუდვების პერიოდში იცვლება რამდენიმე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტი. მათ შორის:

  • ავტობუსის ხაზები: N333, N359, N395
  • მიკროავტობუსები: N462 და N522

აღნიშნული მარშრუტები კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის მონაკვეთს ელენე ახვლედიანის აღმართსა და დავით სულიაშვილის ქუჩებს შორის აღარ გაივლიან. ტრანსპორტი იმოძრავებს ნოე ჟორდანიას სანაპიროს გავლით და შემდეგ დაუბრუნდება ჩვეულ მარშრუტს. იგივე წესით მოხდება მოძრაობა უკუმიმართულებითაც.

დროებით გაუქმდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება შოთა გამცემლიძის ქუჩის გადაკვეთაზე, ხოლო მგზავრებს შეძლებათ ელენე ახვლედიანის აღმართსა და წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მიმდებარე გაჩერებით ისარგებლონ.

თბილისის მერია მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის და მოქალაქეებს მოუწოდებს, გაითვალისწინონ ცვლილებები გადაადგილების დაგეგმვისას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები