მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზლატან იბრაჰიმოვიჩი “მილანის” ხელმძღვანელობას შეუერთდა

ზლატანი მილანის ხელმძღვანელობაში

შვედი ლეგენდა ზლატან იბრაჰიმოვიჩი კერძო კაპიტალის კომპანია “RedBird-ს” შეუერთდა, როგორც პარტნიორი მის სპორტულ, მედია და გასართობ საინვესტიციო მიმართულებებში. იბრაჰიმოვიჩი კლუბში ახალ პოზიციაზე, მფლობელების მრჩევლად იმუშავებს და მისი საქმიანობა სხვადასხვა სპორტული საქმიანობით შემოიფარგლება.

იბრაჰიმოვიჩმა კარიერა სწორედ “მილანში” დაასრულა და ახლა კლუბის სპორტულ და ბიზნეს ოპერაციებს განაგებს. მისი ამჟამინდელი საქმიანობა მოიცავს მოთამაშეთა განვითარებას, “მილანის” გლობალური ბრენდისა და კომერციული ინტერესების წინსვლას და სტრატეგიული პროექტების მხარდაჭერას, მათ შორის კლუბის ახალი სტადიონის ჩათვლით.

ცნობისთვის, "RedBird" დაარსდა 2014 წელს და ახლა მართავს დაახლოებით 10 მილიარდი დოლარის აქტივებს, ძირითადად სპორტულ სამყაროში, მაგრამ ასევე ენერგეტიკასა და ფინანსურ მომსახურებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები