მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ზოგადი და უმაღლესი განათლების შესახებ კანონებში ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებულად მიმდინარე კვირაში განიხილავს

პარლამენტი

ზოგადი და უმაღლესი განათლების შესახებ კანონებში ცვლილებებს პარლამენტი მიმდინარე კვირაში განიხილავს. ამის შესახებ დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე იმსჯელეს და 3-6 თებერვლის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განსაზღვრეს.

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს წევრებს ახალი საკანონმდებლო ინიციატივები გააცნო და მათი შემდგომი განხილვისთვის წამყვანი და სავალდებულო კომიტეტები განსაზღვრა.

მიმდინარე კვირას პარლამენტი როგორც „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, ასევე, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტებს დაჩქარებული წესით განიხილავს. აღნიშნული კანონპროექტების წამყვანი კომიტეტი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტია, რომელზეც განხილვები ხვალ დაიწყება. საგაზაფხულო სესია ხვალ, 3 თებერვალს, 12:00 საათზე გაიხსნება.

ცნობისთვის, საგაზაფხულო სესია იხსნება თებერვლის პირველ სამშაბათს და იხურება ივნისის ბოლო პარასკევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები