მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ზოგადი განათლების კონსტიტუცია" - ამილახვარი დაინტერესებულ მხარეებს დოკუმენტის საჯარო განხილვაში ჩართვისკენ მოუწოდებს

მინისტრი

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა მთავრობის სხდომაზე ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის ახალ პროექტზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს ზოგადი განათლების კონსტიტუციაა, რომელიც იმ ძირითად პრინციპებსა და პოსტულატებს განსაზღვრავს, თუ როგორი მოქალაქისა და ადამიანის აღზრდა სურთ ქვეყანაში. მისი თქმით, დოკუმენტი რომელიც 2004 წელს მიღების შემდეგ აღარ გადახედილა, 20-წლიანი პაუზის შემდეგ გადახედვას საჭიროებდა. ამის გამო, ახალ პროექტზე ბოლო თვეების განმავლობაში, ფართო, ექსპერტული ჩართულობით მუშაობა დაიწყეს.

„დოკუმენტი ზოგადი განათლების ჭრილში იმ ძირითად პრინციპებს ადგენს, რომელსაც სრულად სასკოლო განათლება უნდა დაეფუძნოს. შესაბამისად, დღეიდან აღნიშნული პროექტის ფართო საზოგადოებაში განხილვას ვიწყებთ. ვინაიდან, ეს ის დოკუმენტია, რომელიც ფართო შეთანხმებით უნდა იყოს მიღებული და შემდეგ უკვე მოხდება პარლამენტში დასამტკიცებლად გადაგზავნა.

მთავარი პრინციპები, რომელსაც ეს დოკუმენტი ეფუძნება, გახლავთ:

  • ეროვნული იდენტობის შენარჩუნება;
  • ოჯახის, საზოგადოების და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-
  • მოვალეობების გაცნობიერება;
  • სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და კულტურის ცოდნა;
  • სახელმწიფოებრივი აზროვნება და პატრიოტიზმი;
  • ეთნიკური და კულტურული მრავალფეროვნების პატივისცემა;
  • მაღალი სამოქალაქო ცნობიერება, ტოლერანტობა და სამართლიანობა;
  • თანამედროვე სამყაროში დამოუკიდებლად ცხოვრება და გაცნობიერებული;
  • გადაწყვეტილებების მიღება.

დღეიდან ეს დოკუმენტი საჯარო იქნება და ყველა დაინტერესებულ ადამიანს, მათ შორის სასკოლო საზოგადოებას, მშობლებს, პედაგოგებს, ექსპერტებს, დარგის მცოდნეებს ვთხოვთ, რომ თავიანთი რეკომენდაციები მოგვაწოდონ, თუ როგორ შეიძლება ამ დოკუმენტის დახვეწა, კიდევ უფრო გაუმჯობესება და საბოლოო ჯამში, გარკვეული გონივრული ვადების შემდგომ, მთავრობას ამ პროექტის საბოლოო ვერსია წარედგინება, რომელიც კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენი ქვეყნის ფასეულობებს ეფუძნება,“- აცხადებს ამილახვარი.

მისივე განმარტებით, ყველა სასკოლო საგნის სტანდარტი იქნება გადახედილი და აღნიშნულ დოკუმენტს მორგებული , რათა ზოგად განათლებაში ეროვნული ფასეულობების, ცოდნისა და უნარების შეტანა მოხდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები