მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზოგი ამბობს, რომ EU-ს მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები არ მუშაობს - ჯოზეფ ბორელის ანალიზი

dfd

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესახებ წერს. 

მისი თქმით, ზოგი ამბობს, რომ ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები არ მუშაობს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

მისი განმარტებით, ერთი წლის განმავლობაში მათ შეძლეს მოსკოვის შესაძლებლობების შეზღუდვა, მაგალითად ბაზრებიდან ქვეყნის გამოდევნა და რუსეთის ინდუსტრიული და ტექნოლოგიური შესაძლებლობების მნიშვნელოვანი დეგრადაცია.

ბორელის მოსაზრებით, ომის შესაჩერებლად, აღნიშნული კურსი უნდა შენარჩუნდეს.

"ჩვენი შემზღუდვბი, უპრეცედენტოა თავისი მასშტაბით, ორიენტირებულია რუსეთის ეკონომიკის ძირითად სექტორებზე, რომლებიც გადამწყვეტია მოსკოვის ომის ძალისხმევისთვის. გარდა ამისა, ევროკავშირმა ასევე დაუწესა სამოგზაურო აკრძალვა და აქტივები გაუყინა 1 500-ზე მეტ ფიზიკურ პირსა და თითქმის 250 ორგანიზაციას.

ეს ზომები ახდენს მძიმე, ხელშესახებ გავლენას რუსეთის ეკონომიკაზე, მიუხედავად ნავთობისა და გაზისგან მიღებული უზარმაზარი შემოსავლებისა, რომელსაც რუსეთი ბუფერად იყენებდა შეჭრის პირველ წელს. სანქციების ეფექტი დროთა განმავლობაში გაძლიერდება, რადგან ზომები გრძელვადიან ზემოქმედებას ახდენს რუსეთის ბიუჯეტზე და მის სამრეწველო და ტექნოლოგიურ ბაზაზე", - აცხადებს ბორელი.

ჯოზეფ ბორელი, ასევე წერს რუსეთის ეკონომიკის შესახებ, რაც მისი თქმით, 2022 წელს 2.1%-ით შემცირდა. წყაროდ კი "როსსტატის" მონაცემები მოაქვს. 

"2021 წელთან შედარებით, 2022 წელს რუსეთიდან ევროკავშირში მთლიანი იმპორტის 58% შეწყდა - ეს არის უპრეცედენტო შემცირება. რუსეთიდან არაენერგეტიკული საქონლის იმპორტი 60%-მდე შემცირდა, ყველაზე თვალსაჩინო ვარდნაა რკინისა და ფოლადის, ძვირფასი ლითონებისა და ხის მასალის იმპორტზე. არაენერგეტიკული საქონლის იმპორტის შემცირება 2023 წლის პირველ კვარტალში 75%-ზე მეტია, ხოლო ენერგეტიკული საქონლის კიდევ უფრო დიდია და 80%-ს შეადგენს.

რაც შეეხება ექსპორტს, ევროკავშირიდან რუსეთში საქონლის მთლიანი ექსპორტი ომამდე პერიოდის წლიურ მაჩვენებელზე 52%-ით დაბალი იყო. ამასთან, ევროკავშირიდან რუსეთში ორმაგი დანიშნულების საქონლის ექსპორტი, რომლებიც აუცილებელია იმ აღჭურვილობისა და იარაღის წარმოებისთვის, რომელსაც რუსეთი ომის საწარმოებლად იყენებს, 2022 წელს 2019-2021 წლებთან შედარებით 78%-ით შემცირდა.

თუმცა, იმ სფეროებშიც კი, რომლებიც არ ექვემდებარება სანქციებს, ევროკავშირის ბევრმა კომპანიამ შეწყვიტა ვაჭრობა რუსეთთან და ევროკავშირის ექსპორტი არასანქცირებულ სექტორებში საშუალოდ 10%-ით შემცირდა.

დიახ, ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მუშაობს", - წერს ჯოზეფ ბორელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები