"ზოგი მიმართულებით რუსეთთან ეკონომიკური კავშირები შესუსტების ნაცვლად, ძლიერდება - განსაკუთრებით ენერგეტიკის ნაწილში", - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა "ანალიტიკასთან" ინტერვიუში განაცხადა.
კითხვაზე, რუსეთი როგორ ფაქტორად ყალიბდება საქართველოს ეკონომიკისთვის, ელჩი აღნიშნავს, რომ საქართველომ ამ მიმართულებით სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს.
"ვფიქრობ დამოკიდებულება იზრდება. ჩვენ ამას ვაკვირდებით. ზოგი მიმართულებით რუსეთთან ეკონომიკური კავშირები შესუსტების ნაცვლად, ძლიერდება - განსაკუთრებით ენერგეტიკის ნაწილში. მოდი ასე ვთქვათ, გერმანიამ მძიმე მაგალითზე ისწავლა, რომ რუსეთი ენერგეტიკას იყენებს, როგორც იარაღს. თავი უნდა დაიცვათ გამოწვევებისგან. ჩვენ გვესმის, რომ რუსეთი თქვენი მეზობელია. რუსეთი ჩვენი მეზობელიც არის - არა ისეთი პირდაპირი, როგორც თქვენს შემთხვევაში - მაგრამ რუსეთი არსებობს, როგორც ფაქტორი. ჩვენც გვინდა, კარგი ურთიერთობები გვქონდეს რუსეთთან - 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ჩვენ ყველაფერი ვცადეთ, რომ თანამშრომლობაზე დაფუძნებული ურთიერთობები აგვეშენებინა რუსეთთან - პოლიტიკურად, უსაფრთხოების, ეკონომიკის მიმართულებებით, ბევრმა გერმანულმა კომპანიამ დააბანდა ინვესტიციები, ვყიდულობდით გაზს, ნავთობს რუსეთისგან. მაგრამ რუსეთის პოლიტიკური პრიორიტეტები სცილდება თანამშრომლობის სფეროს და რუსეთმა გადაწყვიტა, ჩაეჭრა ეს ურთიერთობები. საქართველოს შემთხვევაში, ფრთხილად ვიქნებოდი ამ გამოწვევების პირისპირ",- თქვა პეტერ ფიშერმა.




























