საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ჯგუფ Guns N' Roses-ს მიმართავს, რომ საქართველოში კონცერტი ახალ არჩევნებამდე არ გამართოს.
ის X-ზე წერს, რომ შეკვეთილში დაგეგმილი კონცერტი სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული, ივანიშვილის კონტროლირებადი კონცერტია.
"საქართველოში პროტესტის 51-ე დღეა და ახალ არჩევნებამდე არ შეჩერდება! კონცერტები მისასალმებელი იქნება ამის შემდეგ",- დაწერა სალომე ზურაბიშვილმა.
Shekvetili concert is a state sponsored Ivanishvili controlled @gunsnroses concert. #GeorgianProtests is entering its 51 st Day and won’t stop until new elections! Concerts will be welcome after that! https://t.co/AWlxA9W3eH
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) January 18, 2025
ცნობისთვის, Guns N' Roses 30 მაისს, საქართველოს კონცერტს სახელმწიფო პროგრამა Starring Georgia-ს ფარგლებში გამართავს.




























