საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო საქმეთა კომიტეტის პრეზიდენტს, ბრუნო ფუქსს ესაუბრა.
სატელეფონო საუბრისას განიხილეს ქვეყანაში არსებულ ვითარება, მმართველი რეჟიმის რეპრესიულ პოლიტიკა და რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც უხეშად ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის უფლებებს, რომლის მიზანია ჩაახშოს ქვეყანაში მიმდინარე მშვიდობიანი პროტესტი და დათესოს შიში, რაც მხოლოდ დიქტატორული რეჟიმებისთვის არის დამახასიათებელი.
საუბარი ასევე შეეხო საქართველოს საგარეო კურსის ცვლილებას. აღინიშნა, რომ საქართველო უფრო და უფრო ცხადად შორდება დასავლეთს და მიდის რუსეთისკენ, ხალხის ურყევი ნებაა იბრძოლოს ევროინტეგრაციისა და თავისუფლებისთვის და უკვე ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობს უწყვეტი პროტესტი. ხაზი გაესვა ამ პროცესში დასავლელი პარტნიორების ძალისხმევის გაძლიერების მნიშვნელობას.
საუბრის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა X-ზეც დაწერა და აღნიშნა, რომ ქართული პროტესტი გრძელდება.
"ჩვენ ვიბრძოლებთ მანამ, სანამ ახალი არჩევნებით არ აღვადგენთ ჩვენს უფლებებს და მომავალს",- დაწერა სალომე ზურაბიშვილმა.
Spoke with @bruno_fuchs about Georgia’s repressive policies, crackdown on protests and turn toward a Russian model. The Georgian protest is not going away and we will fight until we recover our rights and future through new elections.
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) February 5, 2025
.
ცნობისთვის, 29 იანვარს სალომე ზურაბიშვილმა მონაწილეობა მიიღო საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო საქმეთა კომიტეტის სესიაში, რომელიც საქართველოში შექმნილ ვითარებას მიეძღვნა.




























