მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზურაბიშვილმა წერილი გაუგზავნა EU-ს მინისტრებს, რომელიც საქართველოში არსებულ ვითარებას ეხება

ზურაბიშვილი

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე თითოეულ მათგანს წერილით მიმართა, რომელიც საქართველოში არსებულ ვითარებას შეეხებოდა.

"ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თითოეულ მინისტრს ინდივიდუალურად მიმართა წერილით, რომელშიც აღწერს საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და ბოლო პერიოდის პოლიტიკური პროცესების მწვავე განვითარებას.

წერილში პრეზიდენტი ყურადღებას ამახვილებს იმ საფრთხეებზე, რომლებიც საქართველოს დემოკრატიულ მომავალს და ევროპულ გზას ემუქრება. პრეზიდენტი ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდებს, შეიმუშაონ თანმიმდევრული და ეფექტური პოლიტიკა რუსეთის ჰიბრიდული ომის საპასუხოდ, რომელიც საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად ევროპას", - ნათქვამია ზურაბიშვილის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღეს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოში შესაძლოა „გარკვეულ ჯგუფებს“ უვიზო მიმოსვლა გაუუქმოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები