მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Zurich Insurance-მა ბრიტანული Beazley-ის ყიდვა $10.3 მილიარდად გადაწყვიტა

zurich

შვეიცარიულმა სადაზღვევო გიგანტმა, Zurich Insurance Group-მა ბრიტანული სადაზღვევო კომპანიის, Beazley-ის შესაძენად 10.3 მილიარდი დოლარის ღირებულების წინადადება ოფიციალურად წარადგინა. აღნიშნული შეთავაზება Beazley-ის ბოლო საბაზრო ფასთან შედარებით 56%-იან პრემიუმს წარმოადგენს.

ბუნებრივია, ამ ამბის გავრცელებისთანავე, ლონდონის საფონდო ბირჟაზე ბრიტანული კომპანიის აქციების ღირებულება რეკორდული 40%-ით გაიზარდა.

როგორც ირკვევა, ეს Zurich Insurance-ის მხრიდან Beazley-ის ხელში ჩაგდების უკვე მეხუთე მცდელობაა ბოლო ერთი წლის განმავლობაში. წინა შეთავაზება, რომელიც იანვრის დასაწყისში გაკეთდა, ბრიტანული კომპანიის დირექტორთა საბჭომ უარყო იმ მიზეზით, რომ ის კომპანიის რეალურ ღირებულებას ზედმეტად იაფად აფასებდა.

Zurich-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, მარიო გრეკომ განაცხადა, რომ ეს გარიგება სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესია, რადგან Beazley-ის გამოცდილება კიბერდაზღვევასა და ბრიტანეთის ბაზარზე მუშაობაში იდეალურად ერგება შვეიცარიული ჯგუფის გლობალურ ამბიციებს.

თუ გარიგება წარმატებით დასრულდება, შეიქმნება ახალი ჰოლდინგი, რომლის ჯამური მოზიდული პრემია წელიწადში 15 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს და საბაზრო კაპიტალიზაცია $110 მილიარდის ფარგლებში იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები