„პრივატიზაციის ძალიან აგრესიული გეგმის განხორციელებას ვაპირებთ“, - ამ სიტყვების ავტორი უკვე ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულიაა. ასე უპასუხა ქობულიამ 2018 წლის აგვისტოში bm.ge-ის კითხვას - რა გეგმები აქვს მთავრობას ახალი ინვესტორების მოსაზიდად ან რომელი ობიექტების პრივატიზაციას აპირებენ. „ჩვენ ვაპირებთ პრივატიზაციის და სახელმწიფო საწარმოების რესტრუქტურიზაციის ძალიან აგრესიული გეგმის განხორციელებას“, - აცხადებდა მაშინ მინისტრი. ქობულია უკვე ყოფილი მინისტრია, მაგრამ რა შეძლო ეკონომიკის სამინტრომ 2018 წელს და როგორია 2019 წლის პირველი კვარტლის პრივატიზაციის შედეგები.