ამერიკელმა კონგრესმენემა სოფლის მეურნეობის მინისტრთან კონსულტაციები გამართეს
BM.GE
12.09.19 12:13
• 744
ტეხასის შტატი ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ეკონომიკაა - ქართული საბრენდე სპირტის ამ ბაზარზე მოხვედრა დიდ ასპარეზს უხსნის მთლიანად ქართული ალკოჰოლური სასმელების ინდუსტრიას. მით უმეტეს იმ პირობებში, როცა ქართველი მწარმოებლებისთვის უმსხვილესი პარტნიორი - არასტაბილური რუსეთია. იმისთვის, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმება დაჩქარდეს, ამერიკელმა კონგრესმენემა საქართელოს სოფლის მეურნეობის მინისტრთან კონსულტაციები გამართეს.