თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს ანგარიშის მიხედვით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების 70%-ი შესრულებულია. კომპანიის ინფორმაციით ამ დროისათვის კარკასული და გადახურვის სამუშაოები დასრულებულია და მიმდინარეობს ფასადის მოპირკეთების და ოფისებისთვის შიდა ტიხრების მოწყობის სამუშაოები. გაფართოვდა ბარგის დამუშავების ზონა. დასრულებულია ახალი საბარგო ლენტებისა და უსაფრთხოების ახალი სკანერების მონტაჟი. კომპანიის ინფორმაციითვე, ინფრასტრუქტურული სამუშაოების, მათ შორის მიწისქვედა კომუნიკაციების 70%-ი შესრულებულია. ასევე, 80%-ითაა შესრულებული მექანიკური და სახანძრო სისტემების მონტაჟი. ამ ეტაპზე აეროპორტში მიმდინარეობს სახანძრო ჰიდრანტების და სახანძრო ავტომატური საშხეფი სისტემების მონტაჟი ხორციელდება.