2019 წლის 2 და 3 ნოემბერს, თბილისი პირველად Bocuse d’Or Georgia-ს პირველ ეროვნულ შესარჩევ კონკურსს უმასპინძლებს, რომელიც კანდიდატებს მოამზადებს ევროპის კონტინეტური შესარჩევი კონკურსისთვის და შემდეგ მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული ფინალისთვის - Bocuse d’Or 2021. Bocuse d’Or Georgia-ს ფარგლებში დაახლოებით 100 აპლიკანტიდან შეირჩევა 8 მონაწილე. გამარჯვებულმა საქართველო ბოკუზ დორის კონტინენტურ კონკურსზე ტალინში 2020 წლის ივნისში უნდა წარადგინოს.
Bocuse d'Or 30-წლიანი ისტორიის მქონე მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული გასტრონომიული ჩემპიონატია, რომელიც თავს უყრის ოთხი კონტინენტის გამორჩეულად ნიჭიერ შეფ-მზარეულებს. ჩემპიონატი ატარებს საფრანგეთის კულინარიის „პაპის“, პოლ ბოკუზის სახელს, რომელიც უმნიშვნელოვანეს ადგილს იკავებს გასტრონომიული სამყაროს ისტორიაში. სწორედ მას უკავშირდება ბოკუზ-დორის ჩემპიონატის შექმნა და უმაღლესი ჯილდო - “ოქროს ბოკუზი”. შეჯიბრი ერთი დიდი სანახაობაა მთელი იმ პერფომანსით, რომელსაც მთელი მსოფლიოდან თავმოყრილი მონაწილეები ქმნიან.
სტუმარი: ლევან ქოქიაშვილი - რესტორატორი, "გასტრონავტის" დამფუძნებელი