რამდენიმე თვიანი ლოდინის შემდეგ თამბაქოს ბიზნესისთვის ფინანსთა სამინისტროს დაპირება დაიძრა - გასახვევი თუთუნი ანუ ე.წ. დაჭრილი თამბაქო დაიბეგრება - საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების განხილვა დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა დაიწყო და კანონპროექტი, რომლის თანახმად, 1 კგ გასახვევი თუთუნი 60 ლარით დაიბეგრება, მოიწონეს. განმარტებით ბარათში წერია, რომ კანონპროექტის მიზანია გადასახადების გადახდისგან თავის არიდების აღკვეთა, ასევე თამბაქოს ბიზნეს-სექტორში დასაქმებულ პირთათვის თანაბარი გარემოს შექმნა. მომდევნო კვირაში დაჭრილ თამბაქოს საკითხზე საკომიტეტო მოსმენა წამყვან ჯანდაცვის კომიტეტზე გაიმართება.