მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირის სტანდარტები ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად

BM.GE
06.12.19 10:11
712
ყოველწლიურად 10 დეკემბერს მსოფლიო ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს თარიღი 1948 წლიდან დამკვიდრდა და პრინციპში არც მხოლოდ ერთი დღეა, ყოველწლიურად, 1 დეკემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით ადამიანის უფლებათა კვირეული იმართება, რომლის განმავლობაშიც არაერთი ორგანიზაცია აწყობს ღონისძიებებსა თუ კამპანიებს.

ამ მიმართულებით საქართველოში თავისი წვლილი აქვს ევროკავშირსაც. ადამიანის უფლებები საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია, რითაც საქართველო ვალდებულებას იღებს მიიღოს მდგრადი ზომები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობის კუთხით. ევროკავშირი თავის მხრივ მუშაობს მთავრობასთან და სხვადასხვა საერთაშორისო თუ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად და მხარს პროექტებს მხარს რამდენიმე მიმართულებით უჭერს.


სტუმარი: გიორგი ჩიტაძე - საქართველოს აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე