მაისში გაული წლის იმავე თვესთან შედარებით, საქართველოში შემოსულ ტურისტთა რაოდენობა 264%-ით გაიზარდა. წინა თვეში სულ ქვეყანაში 96,502 ტურისტი შემოვიდა. ვიზიტორების რაოდენობა, რომელიც ტურისტებთან ერთად, ტრანზიტს და სხვა კატეგორიებს მოიცავს, მაისში 180%-ით გაიზარდა და ჯამში 109,359 ვიზიტორი შემოვიდა. 2019 წელთან შედარებით, ტურისტების და ვიზიტორების რაოდენობა ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად არის შემცირებული. მაისში ვიზიტორების რაოდენობა ყველაზე მეტად ისრაელიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, თურქეთიდან და ყაზახეთიდან გაიზარდა.