თურქეთი - 63.3 ათასი აშშ დოლარი
იტალია - 62 ათასი აშშ დოლარი
ლიეტუვა - 40.6 ათასი აშშ დოლარი
ავსტრია - 28.7 ათასი აშშ დოლარი
საფრანგეთი - 12.7 ათასი აშშ დოლარი
ძალიან მცირე მოცულობებით ხორბლის ფქვილის იმპორტი განხორციელდა გაერთიანებული სამეფოდან, პოლონეთიდან და ნიგერიიდან. ფქვილის იმპორტის მოცულობის ზრდა, სავარაუდოდ, რუსეთის მიერ ხორბალზე მცურავ საბაჟო გადასახადს უკავშირდება, რაც არ ეხება ფქვილს. შედეგად, 1 ტონა ფქვილის იმპორტი ხორბლის იმპორტზე დაახლოებით 50 დოლარით ნაკლები ღირს.
22 სექტემბრიდან 28 სექტემბრამდე რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ხორბალზე საექსპორტო მოსაკრებელი ერთ ტონაზე არსებული 52,5 დოლარიდან 50,9 დოლარამდე მცირდება. ქერზე გადასახადი, ტონაზე - 33,1-დან 31 დოლარამდე შემცირდება, ხოლო სიმინდზე - 49-დან 47,8 დოლარამდე.