"ვინაიდან მთავრობის მიერ ინიცირებული იპოთეკური სესხები სუბსიდირების პროგრამა გაიწელა, ბევრმა მსურველმა თავი შეიკავა ბინის შეძენისგან", - ამის შესახებ BM.GE-ის სამშენებლო კომპანია „რედკოს“ დირექტორმა მალხაზ კუნელაურმა განუცხადა. მისი განმარტებით, ეს ბუნებრივი პროცესია და სამშენებლო სექტორიც აღნიშნული პროგრამის ამოქმდების მოლოდინშია.„ ბევრმა მსურველმა თავი შეიკავა ბინის შეძენისგან, რადგან არ მოაკლდეთ ის 4%, რომელიც მთავრობამ უნდა დაუსუბსიდიროს. - განაცხადა „რედკოს“ დირექტორმა. მალხაზ კუნელაური პროგრამის ამოქმედების ზუსტ თარიღს ვერ ასახელებს და ამბობს, რომ, სავარაუდოდ, ეს 2020 წლის ანტიკრიზისული ბიუჯეტის დამტკიცებაზეა დამოკიდებული.