მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია DevSecOps Inspire-ი გაიმართა

BM.GE
22.07.22 11:39
269
გუშინ, თბილისში, IT-ინტეგრატორი კომპანიის, HT Solutions-ისა ორგანიზებით და თიბისის მხარდაჭერით რიგით მესამე საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია, DevSecOps Inspire-ი გაიმართა. კონფერენციის ფარგლებში დეველოპერებს, კიბერუსაფრთხოების სპეციალისტებსა და IT-მიმართულებით დასაქმებულ ადამიანებს მსხვილი საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიების უახლესი პრაქტიკების გაცნობის საშუალება ჰქონდათ. Axis Tower-ში მდებარე სასტუმრო Pullman-ში გამართულ ღონისძიებას 200-მდე ადამიანი დაესწრო, რომელთა წინაშე სიტყვით გამოვიდნენ Google Cloud-ის, HashiCorp-ის, Aqua Security-ის და სხვა მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლები.