კომპანია „რედიქსის“ დამფუძნებლის ლაშა პაპაშვილის განცხადებით, პრემიერისა და ბიზნესის ხედვები ერთმანეთთან თანხვედრაშია. ამის შესახებ მან ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ერთნაირი ხედვა გვაქვს იმაში, რომ არ შეიძლება თაროზე შემოიდოს გადაწყვეტილება, რომელსაც შეიძლება, თუნდაც პრემიერისგან ითხოვდეს მსხვილი თუ საშუალო ბიზნესი. ამაში ერთი ხედვა გვაქვს და მზაობა გვაქვს, რომ საკითხები მყისიერად გადაწყდეს“, - განაცხადა პაპაშვილმა.
მან იმ საკითხების ნაწილიც დაასახელა, რომელიც ბიზნესმა პრემიერს წარუდგინა.
„უპირველესი საკითხი ლარის კურსი იყო, სასამართლო პრობლემატიკასაც შევეხეთ, კაპიტალის ბაზრებსაც, უცხოურ ინვესტიციებს...მოვიტანეთ უმწვავესი საკითხები და ეს საკითხები გავაცანით“, - აღნიშნა „რედიქსის“ დამფუძნებელმა.