მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

12 რეკომენდაციიდან ზოგიერთი შესრულდა, თუმცა მეტი უნდა გაკეთდეს - ზურაბიშვილი

647754373ed72
მარიამ ვარადაშვილი
31.05.23 18:05
546
დღეს, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდა. საკუთარ გამოსვლაში პრეზიდენტმა ისაუბრა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე, უკრაინის მხარდაჭერაზე და 2008 წლის ომზე. ზურაბიშვილის შეფასებით, კანდიდატის სტატუსის მისაღებად ყველაფერი უნდა გაკეთდეს.

საქართველოს პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ ე.წ რუსულ კანონთან მომხდარი ადასტურებს, რომ ქართველების სწრაფვას დემოკრატიისკენ ვერაფერი შეაჩერებს. 

“12 რეკომენდაციიდან ზოგერთია იმპლემენტირებული, თუმცა მეტია შესაძლებელი და მეტი უნდა გაკეთდეს. მომდევნო თვეებში ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა. კერძოდ ის, რომ ჩვენ მეორე შანსი არ გავუშვათ. ამას ქართველი ხალხი არ გვაპატიებს. ბოლო ორ წელში გამოჩნდა, რომ ქართველები არ დანებდებიან, არც უკრაინის სოლიდარობაში და არც საქართველოს ევროპული მომავალში.

კანდიდატის სტატუსი უზრუნველყოფს დაცვასა და უსაფრთხოებას საქართველოსთვის, ასევე დაცვას რუსეთისგან. გაკვეთილები, რაც ვისწავლეთ 2008, 2014 და 2022 წლიდან არის, რომ ყოყმანს თავისი ფასი აქვს და ეს ფასი ძალიან მძიმეა. რუსეთმა უნდა გაიგოს, რომ საქართველო არის ევროპა და ევროპაც მოწადინებულია, რომ საქართველო იყოს ევროპა”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები