დღეს, 15:00 საათზე, მეტროსადგურ „სადგურის მოედნის“ ტერიტორიაზე გაიმართება სახანძრო-სამაშველო სწავლება -„მეტროპოლიტენი 2020“, რის გამოც გადაიკეტება “სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორია.
როგორც bm.ge-ის თბილისის მერიიდან აცნობეს, სასწავლო ვარჯიშის ფარგლებში, მოსალოდნელია, ადგილი ჰქონდეს დაკვამლიანებას.
სახანძრო-სამაშველო და საპატრულო ტექნიკა ასევე მობილიზებული იქნება მეტროსადგურებთან - „წერეთელი“ და „ნაძალადევი“.
„ღონისძიების მიზანია, შეიქმნას წინასწარ განსაზღვრული სამოქმედო გეგმა, რათა უფრო ეფექტიანი გახდეს შესაძლო ხანძრებზე რეაგირება.
ღონისძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაცების მართვის სამსახურის ორგანიზებით ტარდება”, - ნათქვამია გავრცელებულ რელიზში.