მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2020 წელს საქართველოში წყალმომარაგებით საქმიანობას 25 საწარმო ახორციელებდა

60dd78478b9b4
ინგა მურუსიძე
01.07.21 12:20
570
საქტსტის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2020 წელს საქართველოში წყალმომარაგებით საქმიანობას ახორციელებდა 25 საწარმო, რომელთა მიერ შინამეურნეობებისთვის მიწოდებული წყლის მოცულობამ 229.2 მლნ კუბური მეტრი შეადგინა, რაც 2.6%-ით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებული იყო 2.57 მილიონი ადამიანი (68.9 %), რაც 2.1%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

„2020 წელს წყალარინების (კანალიზაციის) ქსელზე მიერთებული მოსახლეობის რიცხოვნობა წინა წელთან შედარებით 1.8 პროცენტით გაიზარდა და 1.87 მილიონი (50.1 %) შეადგინა, ხოლო ჩამდინარე წყლის გამწმენდ ნაგებობაზე მიერთებული მოსახლეობის რიცხოვნობა გაიზარდა 0.4%-ით და 1.36 მილიონი (მთლიანი მოსახლეობის 36.5 %) შეადგინა“, - ნათქვამია საქსტატის ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები