მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2021 წლის TOP-20 ექსპორტიორი კომპანია საქართველოში - რეიტინგი

61efeda343ede
თელარა გელანტია
25.01.22 22:00
2960
2021 წელს საქართველოს ექსპორტი 900 მილიონი დოლარით (27%), 4.2 მილიარდამდე გაიზარდა. ექსპორტში კვლავ პირველ ადგილზეა ჩინეთი, სადაც 615.6 მილიონის საქონელი გავიდა. ჩინეთში ექსპორტის მატებამ 29% შეადგინა. უფრო მაღალი ტემპით - 38%-ით გაიზარდა ექსპორტი რუსეთში და მან $610 მილიონს მიაღწია, შედეგად, რუსეთმა აზერბაიჯანი ჩამოიტოვა და საქართველოს მეორე უმსხვილესი საექსპორტო ბაზარი გახდა.

ამ პერიოდში საქართველოს მთავარი საექსპორტო საქონელი სპილენძის მადნები და კონცენტრატები იყო, რომლის რეალიზაციით ქვეყანამ $815 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც მთელი ექსპორტის 19%-ს შეადგენს. მეორე ადგილს ფეროშენადნობები იკავებს, რომლის ექსპორტიც $477 მილიონი იყო, მესამეზე კი $456 მილიონით ავტომობილების რეექსპორტია.

BM.ge-მ საქსტატიდან გამოითხოვა იმ 20 კომპანიის სია, რომელთაც გასულ წელს საქართველოდან ექსპორტზე ყველაზე მეტი ღირებულების საქონელი გაიტანეს.

ცნობისთვის, ექსპორტიორი კომპანიების რეიტინგის მიხედვით არ არის დალაგებული:

1. შპს ასკანელი ძმები
2. შპს კახური ტრადიციული მეღვინეობა
3. შპს კავკასიის ავტოიმპორტი
4. "აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს "აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი"
5. შპს ჯი-ემ-პი
6. შპს ჭიათურმანგანუმ ჯორჯია
7. სს ლომისი
8. სს RMG Copper
9. შპს RMG Gold
10. შპს ჯორჯიან მანგანეზი
11. შპს ტოიოტა კავკასია და ცენტრალური აზია
12. შპს აჭარა ტექსტილე
13. შპს ლეგომეტალ
14. სს რუსთავის აზოტი
15. შპს ჯეი თი აი კავკასუს
16. შპს გებრიუდერ ვაის
17. შპს სტიილ ინტერნეიშენელ ტრეიდინგ კომპანი
18. შპს მოულდს ენდ მეტალს ჯორჯია
19. შპს Caucasian Metals Terminal
20. შპს მეტალ ქონსთრაქშენ ჯორჯია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები