24 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში სულ ჩატარებულია 1 715 073 აცრა, - ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 963 663 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 33.9%, ხოლო სრულად ვაქცინირებულია 751 410 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 26.3%.
23 სექტემბერს აიცრა 12 778 ადამიანი.
რაც შეეხება რეგიონებში აცრების სტატისტიკას - სამეგრელო ზემო-სვანეთში ბოლო 24 საათში 1 112 აცრა ჩატარდა; რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთში - 110; გურიაში - 444, აჭარაში - 1 401; სამცხე-ჯავახეთში - 301; იმერეთში - 1 579; შიდა ქართლში - 535; მცხეთა-მთიანეთში - 238; თბილისში - 5 470; კახეთში - 665 და ქვემო ქართლში - 923.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში Covid-19-ის საწინააღმდეგო 4 ვაქცინით აცრაა შესაძლებელი: ასტრა-ზენეკა, ფაიზერი, სინოფარმი და სინოვაკი.




























