გაეროს მონაცემებით, 24 თებერვლიდან უკრაინა თითქმის 836 ათასმა ადამიანმა დატოვა. მათგან ნახევარზე მეტი [453,982] პოლონეთში გადავიდა, უკრაინის 116 ათასზე მეტმა მოქალაქემ კი უნგრეთს შეაფარა თავი.
გაეროს მონაცემებითვე, ომის დაწყებამდე, თებერვლის შუა რიცხვებიდან 23 თებერვლამდე 96 ათასი ადამიანი დონეცკიდან და ლუგანსკიდან რუსეთში გადავიდა.
აღსანიშნავია, რომ უკრაინის ამ ორ რეგიონს რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები უკვე წლებია აკონტროლებენ. ომის დაწყებამდე კი კრემლმა ისინი "დამოუკიდებელ სახელმწიფოებად" სცნო.