კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი 314-ით, 5866-მდე გაიზარდა.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, stopcov.ge-ს ინფორმაციით, ვირუსი 270-მა პაციენტმა დაამარცხა, სულ გამოჯანმრთელდა 2324 მოქალაქე.
29 სექტემბრის სტატისტიკა ასე გამოიყურება:
მათ შორის გარდაცვლილი - 33
კარანტინის რეჟიმში - 5637
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836
კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 800
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 41.