საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 8 ივნისიდან რესტორნები და სასტუმროები გაიხსნება.
ამის შესახებ გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
„8 ივნისიდან გაიხსნება ყველა სახის მომსახურეობა რესტორნებში, შესაბამისად, ეს ნიშნავს იმას, რომ რესტორნებს სრულად შეეძლებათ ამუშავდნენ. 8 ივნისიდან გაიხსნება, ასევე, სასტუმროები - კონკრეტულად ის სასტუმროები, რომელთაც გავლილი ექნებათ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებების შემოწმება და ექნებათ კონკრეტული სახის ნებართვა", - განაცახადა გიორგი გახარიამ.