აღნიშნულ პერიოდში საქართველოში ელექტროენერგია ორი ქვეყნიდან - აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან შემოვიდა. კერძოდ, 2018 წლის იანვარ-აგვისტოს ჯამურ მონაცემებთან შედარებით, 2019 წლის ანალოგიურ რვათვიან პერიოდში რუსეთიდან 14%-ით მეტი ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა, აზერბაიჯანიდან კი - 30%-ით.
ელექტროენერგიის იმპორტი - 8 თვე
(მლნ კვტ.სთ)
2018 2019
რუსეთი 65.4 74.7
აზერბაიჯანი 583.3 760.5
სომხეთი 7.8 -
თურქეთი 36.5 -
სულ 692.9 835.2