მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ადვოკატის თქმით, მიხეილ სააკაშვილი აღარ იშიმშილებს

6399e52982d8d
მარიამ ვარადაშვილი
14.12.22 19:11
639
შალვა ხაჭაპურის ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობის დაწყების გადაწყვეტილება შეცვალა. როგორც ხაჭაპურიძემ “ტვ პირველის” ეთერში თქვა, მან ეს გადაწყვეტილება ევროპარლამენტარების თხოვნის საფუძველზე მიიღო.

სააკაშვილმა შიმშილის დაწყების შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი პროცესი გადაიდო. ამის მიზეზი კი პენიტენციური სამსახურის განცხადება იყო, რომ ერთი კვირის მანძილზე ვერ მოახერხეს სააკაშვილის დისტანციურად ჩართვა.

“დღეს უარი მეთქვა ყველაზე ელემენტარულ უფლებაზე, დავესწრო საკუთარ სასამართლო პროცესს. ეს ყველა ქართული თუ საერთაშორისო ნორმის დარღვევაა. ამიტომ, იძულებული ვარ, პროტესტის უკიდურეს ზომას, შიმშილობას მივმართო. ვაცნობიერებ ყველა რისკს ჩემი ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მაგრამ ვიშიმშილებ მანამ, სანამ არ მივიღებ მყარ გარანტიებს საკუთარ პროცესზე ვიდეოლინკით ჩართვის მაინც. ყოველგვარ დაცინვას და დამცირებასაც საზღვარი აქვს“,-ეწერა სააკაშვილის დღეს გავრცელებულ მიმართვაში.