Airbus-ის Defence and Space-ი, რომელიც დაკავებულია სამხედრო თვითმფინავების, დრონების და სატელიტების აგებით, სამუშაო ადგილებს 2021 წლამდე 2 300-ით შეამცირებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, Airbus-ის მთლიანი შემოსავლების მეხუთედი Defence and Space-ის ბიზნესზე მოდის. Defence and Space-ს მსოფლიოს მასშტაბით 34,000 თანამშრომელი ჰყავს, აქედან 13,000 დასაქმებულია გერმანიაში.
Airbus-ის ოფიციალური განცხადების მიხედვით, სამუშაო ადგილი 829-ით შემცირდება გერმანიაში, 630-ით - ესპანეთში, 404-ით - საფრანგეთში და 141-ით დანარჩენ ქვეყნებში.
როგორც გამოცემა იუწყება, სამუშაო ადგილების შემცირება გამოწვეულია სამხედრო ტრანსპორტის A400M-ზე მოთხოვნის შემცირებით, მას შედეგ, რაც გასულ წელს ტექნიკური პრობლემები იქნა აღმოჩენილი და გერმანიის საჰაერო ძალებმა ორი სამხედრო თვითმფრინავის შეძენაზე უარი განაცხადეს. ასევე, Airbus-ის Defence and Space-მა დაკარგა პოტენციური კლიენტი საუდის არაბეთის სახით.