მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Apple მომავალი კვირიდან თანამშრომლებს „ბუსტერ“ დოზის დამადასტურებელ საბუთს მოსთხოვს

61e4fd83e2af2
თათია კაკიაშვილი
18.01.22 01:00
914
ტექნოლოგიური გიგანტი კომპანია Apple თანამშრომლებისგან „ბუსტერ“ დოზით აცრის დამადასტურებელ საბუთს ითხოვს. ინფორმაციას CNN ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ 24 იანვრიდან კომპანიის ყველა თანამშრომელს, რომელიც Covid-საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი საერთოდ არ არის, ყოველდღიურად მოუწევთ კოვიდტესტირება იმისთვის, რომ სამუშაო ადგილზე დაიშვას. მოთხოვნა გავრცელდება როგორც საცალო, ასევე კორპორაციული ვაჭრობის თანამშრომლებზე.

„Covid-საწინააღმდეგო ვაქცინაციის პირველი ეტაპის ეფექტიანობის შესუსტების და კორონავირუსის ახალი შტამის ფართოდ გავრცელების გამო, გამაძლიერებელი ე.წ. „ბუსტერ“ დოზა, მძიმე დაავადებისგან დაცვის და ვაქცინაციის განახლების გზაა“, - წერია Apple-ის მიერ თანამშრომლებისთვის გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, Apple-ის გარდა, თანამშრომლებისგან ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთების წარდგენას უკვე ბევრი ამერიკელი კომპანია ითხოვს, რამდენადაც კომპანიებისთვის ოფისებში დაბრუნება პრიორიტეტულია, დღეს მსოფლიოში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია კი ამის შესაძლებლობას არ იძლევა. გასულ კვირას მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო Facebook-ის მშობელმა კომპანია Meta-მ, რომლის ოფისებში დაბრუნების მსურველი ყველა თანამშრომლისთვის „ბუსტერ“ დოზით აცრა სავალდებულოა და ამისთვის ბოლო ვადად 28 მარტი განისაზღვრა.

Alphabet Inc-ში კი ყველა დასაქმებული, რომელიც საქმიანობას Google-ის ოფისებიდან გააგრძელებს, ყოველკვირეულად უნდა გაიტესტოს.