მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავტონაწილებზე ფასების ზრდის გამო Tesla-ს მანქანები გაძვირდა - ილონ მასკი

60b64746077ee
ნათია თაქთაქიშვილი
01.06.21 23:20
796
ილონ მასკი Tesla-ს ავტომობილის მოდელებზე ფასების ზრდას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ამის მიზეზი ავტონაწილებზე ფასების მატებაა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ელექტრომობილების მწარმოებელმა ფასები ბოლო რამდენიმე თვეში დაახლეობით 5-ჯერ დააკორექტირა. კერძოდ, Tesla-მ თებერვლის თვეში Model 3 და Model Y ღირებულება შეამცირა, ხოლო მარტის ბოლოს ისევ გაზარდა. აღნიშულ მოდელებზე ფასების ზრდა აპრილსა და მაისშიც გაგრძელდა.

ფასების ზრდის შედეგად, Tesla-ს Model 3-ი საშუალოდ 500 აშშ დოლარით გაძვირდა:

• Tesla Model 3 Standard Range Plus: ღირდა $39,490, გახდა $39,990
• Tesla Model 3 Long Range AWD: ღირდა $48,490, გახდა $48,990
• Tesla Model 3 Performance: არ გაზრდილა - $56,990

აღსანიშნავია, რომ Tesla-ს ყველაზე იაფიანი ავტომობილის ღირებულებამ თებერვლის შემდეგ თითქმის 8%-ით მოიმატა, რადგან ავტომობილი აღნიშნულ პერიოდში 37,000 აშშ დოლარი ღირდა.

Tesla-ს Model Y-ის შემთხვევაშიც ანალოგიური მდგომარეობაა. აქაც ფასებმა დაახლოებით 500 აშშ დოლარით მოიმატა:

• Tesla Model Y Long Range AWD: ღირდა $51,490, გახდა $51,990
• Tesla Model Y Performance: არ გაზრდილა - $60,990.