მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„აწარმოე საქართველოში“ კომპანიებისთვის ბონდების გამოშვებისას ტექნიკური დახმარების პროგრამის ამოქმედებას გეგმავს

64abf65dad62c
ვიქტორია მღებრიშვილი
10.07.23 16:55
722
სტატიაში საუბარია:
„აწარმოე საქართველოში“ კომპანიების მიერ ფასიანი ქაღალდების გამოშვების ხელშესაწყობად ტექნიკური დახმარების პროგრამის ამოქმედებას გეგმავს. ამის შესახებ სააგენტოს ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმა პროგრამების ეკონომიკური ზეგავლენის ანგარიშს წარადგენის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, კაპიტალის ბაზრების განვითარების მიზნით ეკონომიკის და ფინანსთა სამინისტროებსა და ეროვნულ ბანკს დიდი სამუშაო აქვთ გაწეული და „აწარმოე საქართველოში“ ამ პროცესში როგორც ბიზნესის ხელშეწყობის აღმასრულებელი რგოლი ისე ჩაერთვება. როდიდან ამოქმედდება აღნიშნული პროგრამა, მიხეილ ხიდურელს არ დაუკონკრეტებია.

„ეკონომიკის სამინისტროსთან და მთავრობასთან ერთად ვმუშაობთ ახალ მიმართულებებზე. ერთ-ერთი ასეთი ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის განვითარებაა. ყველას გვესმის, რომ ფინანსებზე ხელმისაწვდომობა შეიძლება სხვადასხვანაირი იყოს, ბანკების მიმართულებაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანა, საკმაოდ განვითარებულია, თუმცა ქვეყანაში ალტერნატიული დაფინანსების წყარო უნდა არსებობდეს და ამის ყველაზე კარგი მაგალითი კაპიტალის ბაზრებია, სადაც პოლიტიკის მიმართულებით დიდი სამუშაო ეკონომიკის და ფინანსთა სამინისტროებმა, ეროვნულმა ბანკმა გასწიეს. ჩვენ, როგორც განმახორციელებელმა უწყებამ გადავწყვიტეთ მონაწილეობა მიგვეღო. პირველ რიგში, ტექნიკური დახმარების პროგრამების ჩაშვებას ვგეგმავთ, როგორიცაა მაგალითად, კომპანიებისთვის ფასიანი ქაღალდების გამოშვებაში დახმარება. ეს პროცესი ძალიან კონკრეტულ ცოდნას, ტრენინგებს და ხარჯებს მოიცავს, ამ მიმართულებით როგორც ტექნიკური ცოდნის დახმარებით შესვლას, ასევე კომპანიებისთვის ფინანსური ობლიგაციების გამოშვებაში ფინანსურ დახმარებაში შესვლას ვფიქრობთ“, - აღნიშნა სააგენტოს ხელმძღვანელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები