მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბადრი ჯაფარიძე: ანაკლიის კონსორციუმთან ხელშეკრულების გაწყვეტას ჟენევის არბიტრაჟი განიხილავს

5e17121e57f51
დავით ჯალაღონია
09.01.20 15:43
1051
"ჟენევის არბიტრაჟში ქალბატონ ცქიტიშვილის არგუმენტებსაც მოისმენენ და ჩვენს არგუმენტებსაც. ჟენევაში განიხილება ეს თემა. იქ უნდა მობრძანდეს ცქიტიშვილი, იქ მობრძანდებიან ასევე მოწმეები, რომლებიც ამხელენ ცქიტიშვილს ინვესტორების განდევნაში ამ ქვეყნიდან, ამიტომ დაველოდოთ ჟენევის სასამართლოს გადაწყვეტილებას", – ამის შესახებ "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" ერთ–ერთმა დამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს მთავრობის მიერ კონსორციუმისთვის ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ საუბრისას განუცხადა.

მისი შეფასებით, ყველაფერი კეთდებოდა მთავრობის მხრიდან იმისათვის, რომ პროექტის განხორციელება შეჩერებულიყო.

"მე შემიძლია გითხართ, რომ ყველაფერი კეთდებოდა ბოლო წელიწადნახევარია სწორედ იმ მიზნით, რომ როგორმე ხელი შეშლოდა პროექტის განხორციელებას.

როდესაც გამოდის პარტიის თავმჯდომარე და პირდაპირ შეტევას ახორციელებს ჩემსა და მამუკაზე, როდესაც გამოდის პროკურატურა 2018 წელს და საუბრობს თითქოს ჩვენს მონაწილეობაზე ფულის გათეთრებაში, როდესაც ეროვნული ბანკი ივანიშვილის დავალებით მე და მამუკას ჩამოგვაშორებს "თიბისი ბანკს" და აქ ვინმე საუბრობს, რომ ვითომ რაიმე ვალდებულება ვერ შეასრულა კონსორციუმმა, ეს არის უსინდისო ტყუილი, ან შეგნებული დეზინფორმაცია", – განაცხადა ჯაფარიძემ.