მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაკურიანის სასტუმროები 70%-100%-ით შევსებულია

61d59ab72d167
ნინი ლონგურაშვილი
05.01.22 17:15
1135
ბაკურიანში სეზონი ჯერ არ გახსნილა, ამის მიზეზად, მთის კურორტების განვითარების კომპანიაში ამბობენ, რომ ბაკურიანში თოვლი არასაკმარისია, რის გამოც საბაგიროებიც ნაწილობრივ მუშაობს.

საქმე ის არის, რომ საბაგიროები "დიდველი" და "კოხტა" მუშაობს, თუმცა იქ მხოლოდ იმ ადამიანებს უშვებენ, ვინც მთაზე სასრილოდ არ ადის, ხოლო მოტხილამურეებისთვის საბაგიროთი სარგებლობა აკრძალულია.

მიუხედავად ამისა, ბაკურიანის სასტუმროების დატვირთულობა საკმაოდ მაღალია და სასტუმროს წარმომადგენლები წლევანდელ სეზონზე დამსველებლების სიმცირეს არ გრძნობენ.

მიუხედავად იმისა, რომ არასაკმარისი თოვლია ბაკურიანში, რის გამოც საბაგიროებიც გათიშულია, დამსვენებლების რაოდენობა მაღალია. ჩვემი სასტუმროს თითქმის 70-80% შევსებულია და ჯავშნებიც გვაქვს. მოგეხსენებათ, ახლა ყველაზე აქტიური პერიოდია დასვენების, რადგამ ამ დროს ბავშვებს არდადეგები აქვთ. უთოვლობასაც ხელი დიდად არ შეუძია, რადგან ამ დროს მშობლებს ბავშვები ძირითადად სუფთა ჰაერის გამო უფრო ამოჰყავთ, ვიდრე სასრიალოდ. ამიტომ მოხმარებლები კურორტზე გვყავს. უთხრა bm.ge-ს სასტუმრო “კრისტალის” დამფუძნებელმა.

რაც შეეხება ქსელურ სასტუმრო ბიზნესს, როგორიც “პანორამა მგზავრებია”, bm.ge-ს უთხრეს, რომ სასტუმრო 100%-ით შევსებულია და ჯავშნები დამატებით აქვთ.

“ შემიძლია ვთქვა, რომ სასტუმრო გადაჭედილია დამსვენებლებით. სრულად შევსებულია ყველა ნომერი და დღის განმავლობაშიც ზარები ჯავშნებზე არ წყდება. 14 იანვრამდე დაკავებულია სასტუმროს მთლიანი ქსელი, იანვრის შუა რიცხვებიდანაც ველოდებით რომ დაიტვერთება, რაც მთავარია თებერვლის ჯავშნებიც უკვე არის.”

bm.ge დაინტერესდა, რა გავლენა იქონია პანდემიამ სამთო კურორტებზე, სასტუმროს ფასის კუთხით. “მგზავრებში” ამბობენ, რომ ფასმა დაახლოებით 20%-ის მოიმატა.

“ წინა წლებში, ანუ პანდემიამდე რაც იყო იგივე ფასია შენარჩუნებული, მაგალითად შარშან დაბალი იყო, შარშანწინაც ფასი დაეცა. ბოლო წელთან შედარებით კი ამ სეზონზე 20%-ით მომატებულია. იანვრის ფასი 120-250 ლარამდეა, რაც შეეხება თებერვალს ცოტა იკლებს და მაქსიმუმ 200 ლარამდეა ღირებულება. უთხრა bm.ge-ს ანა ჩხაიძემ - “პანორამა მგზავრების” ამხანაგობის თავმჯდომარე.