მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყაზბეგში ტრაილერები პრობლემას ქმნიან, რის გამოც ბევრი უკმაყოფილო ტურისტი მივიღეთ - ვალერი ჩეხერია

ტრაილერების საცობი

Rooms Hotel-ის აღმასრულებელი დირექტორი, ვალერი ჩეხერია ამბობს, რომ ტრაილერები ყაზბეგის მიმართულებით გადაადგილების პრობლემას ქმნის, რამაც ტურისტების უკმაყოფილება და ბევრი ჯავშნის გაუქმება გამოიწვია.

მთის კურორტებზე ტურისტული აქტივობის შეფასებისას ვალერი ჩეხერია BMG-სთან აღნიშნავს, რომ მთაში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გამოწვევად რჩება.

„შემიძლია ვთქვა, რომ აქტიურად დავიწყეთ წელი, ბევრ პრობლემასაც დავეჯახეთ, ბაკურიანმა ძალიან კარგად იმუშავა, თუმცა მაგალითად ყაზბეგმა ვერ იმუშავა კარგად. გზაზე გადაადგილების პრობლემაა, რასაც ტრაილერები ქმნიან. ის, რაც დასარეგულირებლად ძალიან მარტივია, ყველაზე რთული აღმოჩნდა. ამან ძალიან ბევრი გაუქმება გამოიწვია და ბევრი უკმაყოფილო ტურისტი მივიღეთ. 5-6 საათი რომ უნდები ყაზბეგში ჩასვლას, აზრს კარგავს. კურორტების ინფრასტრუქტურული მოწესრიგება გამოწვევაა, თუმცა ამას ბაკურიანზე ვერ ვიტყვით“, - ამბობს ვალერი ჩეხერია.

ცნობისთვის: Adjara Group-ის ჰოლდინგში შემავალი კომპანია Rooms Holding-ი ბაკურიანსა და გუდაურში Rooms-ის ბრენდის ორ სასტუმროს მართავს. მთის კურორტების გარდა Rooms-ის სასტუმროები თბილისსა და ბათუმში ოპერირებენ. კომპანია კიდევ ერთი სასტუმროს ამოქმედებას აბასთუმანში გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები