ბილ და მელინდა გეითსების ფონდი კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად გამოყოფილ დაფინასნებას მნიშვენლოვნად ზრდის. ფონდი დამატებით 100 მლნ აშშ დოლარს გამოყოფს. მის შესახებ CNN-ი წერს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ეს თანხა დაავადების გამოვლენის ღონისძიებებზე, მკურნალობის მეთოდებისა და ვაქცინის შემუშავებაზე დაიხარჯება.
20 მლნ აშშ დოლარი მიიმართება აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებზე და ასევე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაზე. ფონდი ასევე 20 მლნ აშშ დოლარით დააფინანსებს ჯანდაცვის ორგანოებს ჩინეთის რეგიონებში. დანარჩენი თანხა ჩინეთსა და აფრიკაში ვირუსთან ბრძოლას მოხმარდება, რათა აფრიკის კავშირის წევრ ქვეყნებში კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ საჭირო ზომები იქნეს მიღებული.
შეგახსენებთ, ფონდმა ახალ კორონავირუსთან საბრძოლველად უკვე გამოყო 10 მლნ აშშ დოლარი.