აქტივების მმართველი მსოფლიოს უმსხვილესი კომპანია, ამერიკული BlackRock-ი უკრაინის აღდგენისთვის განკუთვნილ ფონდს შექმნის, - ამის შესახებ კომპანიის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, ლარი ფინკმა Bloomberg TV-სთან, „მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში ისაუბრა, რომელიც შვეიცარიაში, დავოსში იმართება.
„ჩვენი მიზანია, უკრაინას კერძო კაპიტალის მიმართულებით შესაძლებლობები შევუქმნათ, რათა უკრაინა ღია საზოგადოებისა და ღია ეკონომიკის ქვეყანად იქცეს“, - განაცხადა ფინკმა და დასძინა, რომ ფინანსური დახმარების გარდა, BlackRock-ი უკრაინას ამ მიმართულებით სწორი პერსონალის შერჩევაშიც დაეხმარება - აღნიშნულ საკითხზე, გასულ წელს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც საუბრობდა.
შეგახსენებთ, რომ BlackRock-ი აქტივების მმართველი უმსხვილესი კომპანიაა, რომლის პორტფელი $10 ტრილიონს აღემატება.