უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულმა პეტერ მადიარმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის სურვილი ოფიციალურად გამოთქვმა.
პოლიტიკოსის განცხადებით, მოლაპარაკებები დასავლეთ უკრაინაში უნდა გაიმართოს და ისეთ საკითხებს შეეხოს, როგორიცაა რეგიონში მცხოვრები ეთნიკურად უნგრელების უფლებები.
მისი თქმით, შეხვედრის მთავარი მიზანი იმიგრაციის შეჩერება და ადგილობრივი უნგრელების საკუთარ სამშობლოში დარჩენისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნაზე საუბარი იქნება. როგორც ირკვევა, მადიარი ამ ინიციატივით მას შემდეგ გამოვიდა, რაც უკრაინაში მდებარე უნგრეთის მოსაზღვრე ქალაქ ბერეგოვოს მერს ზოლტან ბაბიაკს ესაუბრა. ჯერჯერობით უცნობია, დათანხმდება თუ არა ზელენსკი შეხვედრას, რადგან ოფიციალურ კიევს საპასუხო კომენტარი ჯერ არ გაუჟღერებია.




























