აღნიშნულთან დაკავშირებით BMW-ში ოფიციალური კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებიათ. აქამდე BMW აცხადებდა, რომ კომპანიაში დასაქმებულ 135,000 თანამშრომლს საფრთხე არ ემუქრებოდა და ისინი სტაბილურად გააგრძელდებდნენ მუშაობას.
ოლივერ ციპსე BMW-ს ახალი შეფი სულ ცოტა ხნის წინ გახდა. მან ჰარალდ ქრიუგერი, რომელმაც 4–წლიანი მუშაობის შემდეგ კონცერნიდან წასვლა გადაწყვიტა, 16 აგვისტოდან ჩაანაცვლა. 55 წლის ოლივერ ციპსე რამდენიმე ათეული წელია BMW-ში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობს; იყო კომპანიის სტრატეგიული ხელმძღვანელიც.
1964 წელს ჰაიდელბერგში დაბადებულმა ციპსემ უმაღლესი განათლება აშშ–ში მიიღო. მან შტატებში ინფორმატიკა შეისწავლა, რის შემდეგაც გერმანიაში დაბრუნდა და მანქანათმცოდნეობას დაეუფლა. 1961 წლიდან კი, მან BMW-ში ინჟინერად დაიწყო მუშაობა. 2008 წლიდან ის ოქსფორდში კომპანიის ქარხანას ხელმძღვანელობდა, ხოლო 2015 წლიდან BMW-ს წარმოების ხელმძღვანელია მსოფლიოს 31 ქვეყნის მასშტაბით.