საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი უკვე 22-მდე გაიზარდა. როგორც bm.ge-მ გაარკვია, ბოლო 24 საათში საქართველოში არა - 1, არამედ ორი ადამიანი დაიღუპა; მათგან ერთი ქალია, მეორე - მამაკაცი. ერთი პაციენტი ქუთაისში გარდაიცვალა, ხოლო მეორე - ბათუმში.
ორივე მათგანს კორონავირუსთან ერთად თანმდევი მძიმე დაავადებები ჰქონდათ.
პაციენტების გარდაცვალების შესახებ დეტალურ ინფორმაციას რამდენიმე წუთში ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია გააჟღერებს.
stopcov.ge-ზე სტატისტიკა ჯერ არ განახლებულა.