მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსისგან 49 მოქალაქე გარდაიცვალა

5fba09571aec7
თელარა გელანტია
22.11.20 11:06
1342
საქართველოში კორონავირუსმა კიდევ 49 ადამიანი იმსხვერპლა, სულ გარდაცვლილია 976 პაციენტი.

სტატისტიკა stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

"უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 49 ახალი შემთხვევა. მათ შორის, თბილისში - 24, აჭარაში - 13, იმერეთში - 7, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 1, ქვემო ქართლში - 3, ხოლო შიდა ქართლში - 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 976 გარდაცვალების შემთხვევა", - აცხადებენ მთავრობაში.

სრული სტატისტიკა:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 104732 , ბოლო 24 საათში - 4048
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 85639 , ბოლო 24 საათში - 3856
მათ შორის გარდაცვლილი - 976 , ბოლო 24 საათში - 49
კარანტინის რეჟიმში - 2159
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6189
კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 3449