დიდი ბრიტანეთი საზღვრებს 75 ქვეყანას გაუხსნის. ამის შესახებ ინფრომაციას Telegraph ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, ქვეყნების სრული სია ხუთშაბათს ან პარასკევს გამოქვეყნდება.
Telegraph-ის ინფორმაციით, საზღვრები გაიხსნება ევროპის თითქმის ყველა ქვეყნისთვის, ასევე თურქეთისთვის, ტაილანდისთვის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიისთვის.
6 ივლისიდან ამ სიაში მოხვედრილი ქვეყნების მოქალაქეები ბრიტანეთში 14-დღიანი კარანტინი გარეშე შევლენ.
გამოცემის თანახმად, წინასწარი მონაცემებით, 75 ქვეყანას შორის ვერ მოხვდნენ, აშშ, რუსეთი, ბრაზილია და შვედეთი.
ამ ეტაპზე უცნობია, იქნება თუ არა საქართველო უსაფრთხოდ გამოცხადებული ქვეყნების სიაში.