მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენგან არავინ ელოდება ზომებს, რომელიც ქვეყანას დააყენებს საფრთხის წინ, ჩვენგან ელოდებიან სოლიდარობას - პრეზიდენტი

621d1cea98d40
ინგა მურუსიძე
28.02.22 23:04
3673
ჩვენგან არავინ ელოდება ისეთ ზომებს, რომელიც ამ ქვეყანას დააყენებს საფრთხის წინაშე, თუმცა ჩვენგან ყველა ელოდება სოლიდარობას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთში განაცხადა, სადაც ის დღეს პრეზიდენტ მაკრონს შეხვდა.

ზურაბიშვილმა სპეციალური მიმართვა გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ ხვალ ბრიუსელში ჩავა და უკრაინის მიმართ სოლიდარობას ყველგან დააფიქსირებს.

„საქართველოს ღირსება ყოველთვის იყო ის, რომ პრინციპების ერთგული ვიყავით და ვიდექით ყველგან, სადაც საქართველო უნდა ყოფილიყო. ჩვენგან არავინ ელოდება ისეთ ზომებს, რომელიც ამ ქვეყანას დააყენებს საფრთხის წინაშე, თუმცა ჩვენგან ყველა ელოდება სოლიდარობას. ამას ელოდებით თქვენ და ამას ველოდები მეც. სწორედ ამისთვის ჩამოვფრინდი დღეს პარიზში და ჩავალ ხვალ ბრიუსელში, რომ გამოვხატო ქართული სოლიდარობა უკრაინის მიმართ.

იმ დროს, როცა მთელი ევროპა ერთიანია, ჩვენ ამ ერთიანობის ნაწილი უნდა გავხდეთ. დღეს ევროპაში ახალი ფანჯარა იხსნება, სადაც ევროპელები მზად არიან, რომ სხვანაირად განიხილონ უკრაინის, საქართველოს და მოლდოვას მომავალი. ჩვენ აქ უნდა ვიდგეთ და ამიტომ ვართ აქ. ყველას უნდა ახსოვდეს, რომ საქართველო არის ერთ-ერთი იმ ქვეყანათაგანი, რომელიც ხვალ იქნება ევროპის ნაწილი, იმ ევროპის, რომელმაც დღეს აჩვენა თავისი ღირსება, აჩვენა თავისი ერთიანობით და მხარდაჭერით უკრაინისა. დღეს მადლობელი ვართ უკრაინისთვის, რომელიც იბრძვის ჩვენი თავისუფლებისთვის.

ჩვენ არ გვინდა, რომ საერთაშორისო არენაზე საქართველოს სხვა სურათი ჩანდეს, ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც ისტორიულად თავისი პრინციპების ერთგული იყო“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.