მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცუკერბერგი: "თუ კორონავირუსის შეჩერებას ვაპირებთ, საჭიროა ყველა, ვისაც შეუძლია, აიცრას"

60661163b2427
თამთა ჯიჯავაძე
01.04.21 22:28
1010
ჩვენ თუ ვაპირებთ კორონავირუსის შეჩერებას, საჭიროა ყველა, ვისაც შეუძლია, აიცრას, - ამის შესახებ მარკ ცუკერბერგი „ფეისბუქზე“ წერს. როგორც ის ამბობს, ადამიანები, უფრო მეტად იღებენ აცრის გადაწყვეტილებას, როდესაც ხედავენ, რომ თავიანთი მეგობრები, ოჯახის წევრები და მათთვის სანდო ადამიანებიც იცრებიან.

„ასე რომ, ჩვენ კორონავირუსის ვაქცინის თემატიკის ფოტოს სპეციალურ ჩარჩოს ვუშვებთ „ფეისბუქზე“, რომელიც თქვენი პროფილის ფოტოზე შეგიძლიათ დააყენოთ“, - წერს ცუკერბერგი.

მისივე თქმით, ეს მარტივად აჩვენებს თქვენს მხარდაჭერას, და ერთგვარად წაახალისებს სხვებს, რომ ისინიც აიცრან.

„ჩვენ გაჩვენებთ თქვენს News Feed-ზე თქვენს მეგობრებს, რომელთაც აღნიშნული პროფილის ჩარჩო ექნება დაყენებული. მე თავად ჩემსას მას შემდეგ შევცვლი, როცა ავიცრები. აცრას ვგეგმავ, რაც შეიძლება მალე, როგორც კი ამის შესაძლებლობა მომეცემა“, - წერს „ფეისბუქის“ შემქმნელი.