მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დანაშაული არ ჩამიდენია და გაურკვეველია, რატომ ვარ ამ პროცესში - გიორგი ბაჩიაშვილი

64a6f1449546f
ალა ისპირიანი
06.07.23 20:22
2204
არ ვარ დამნაშავე. დანაშაული არასდროს ჩამიდენია და შესაბამისად, გაურკვეველია, რატომ ვარ ამ პროცესში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებულმა, თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

„არ ვარ დამნაშავე. არც არასდროს დანაშაული არ ჩამიდენია და შესაბამისად, გაურკვეველია, რატომ ვარ ამ პროცესში. გარდა იმისა, რომ ერთი პიროვნება მედავება, რომ რაღაც ყოფილა, საქმეში მტკიცებულებები არ არის.

რაც შეეხება კრიპტოვალუტას - ეს არის ნორმალური ბიზნესი, რითაც ბოლო 10 წელზე მეტია დაკავებული ვარ. საერთოდ არ მესმის, როგორ შეიძლება ეს იყოს აღქმული დანაშაულად" - განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები